ზურაბ ჯაფარიძე: ზუსტად გვესმის, როგორი ქვეყანა გვინდა და რა არის შესაცვლელი

0
196

თუ 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დამარცხდება, რაშიც დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში, ეს ქვეყანა გავა ხელახალ არჩევნებზე და ქვეყანას გაუჩნდება შანსი, რაღაც შეიცვალოს,-ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციის ნაწილის მიერ საერთო მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.

მან „გირჩი-მეტი თავისუფლების“ მხრიდან 4 მაჟორიტარულ ოლქში საერთო მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა.

“2 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის. 2 ოქტომბერს იქნება ტესტი ამ ხელისუფლებისთვის, ეს არის ლეგიტიმაციის ტესტი. ჩვენ, აქ ვინც ვდგავართ ადამიანები, ვისაც ერთი მხრივ ზუსტად გვესმის, როგორი ქვეყანა გვინდა და რა არის ამ ქვეყანაში შესაცვლელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ბევრი განსხვავებაა, არის საკითხები, სადაც ჩვენი ხედვები ცალსახად ერთია. ეს ხედვები ეხება იმას, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ეს ქვეყანა იმისთვის, რომ წინსვლის შანსი გაჩნდეს. გარდა ამისა, ამ ქვეყნის მომავალი გადის იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთთან თანამშრომლობა შევძლოთ სხვადასხვა თემებზე, ისევე როგორც თანამშრომლობა შევძლოთ სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე. დღეს, რასაც ახლა აქ ვაკეთებთ, ესეც თანამშრომლობისა და კონსენსუსის ერთგვარი გამოვლინებაა.-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ

წინა სტატიაგირჩი-მეტი თავისუფლებიდან, “ევროპული საქართველოდან” და “დროადან”თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები დასახელდნენ
შემდეგი სტატია,,ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება გარანტირებულია”- თალიბანის პირველი პრესკონფერენცია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური