თუკი სიღარიბე, ქაოსი, შუღლი, კრიმინალი მოგვწონს, ხმა ბიძინა ივანიშვილს მივცეთ – ნიკა მელია

0
226

 

 ნიკა მელიამ ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელების ღონისძიებაზე განაცხადა, რომ დასავლურ სივრცესთან დაახლოებისათვის აუცილებელია რეჟიმისთვის უარის თქმა მომავალ არჩევნებში.

,,ბოლო შანსად განვიხილავთ ამ რეფერენდუმს. დიახ, რეფერენდუმია, სადაც კითხვა ასე ჟღერს: გვინდა ეკონომიკა ერთეულებისთვის? თუ ეს გვინდა, მაშინ ხმა ქართულ ოცნებას მისცემს, თუ ეკონომიკა გვინდა ხალხისთვის, მაშინ დარწმუნებული ვარ, ხმას მისცემენ ოპოზიციას.

თუკი გსურთ კიდევ უფრო დავშორდეთ დასავლურ სივრცეს, თუ ეს ყველაფერი მოგვწონს, მაშინ  ფარცხალაძეს და მურუსიძეს მიეცით ხმა, არ არის პრობლემა.

თუკი ქაოსი, შუღლი, კრიმინალი მოგვწონს, ვისაც არ ეზარება ყველა იარაღით რომ დადის, მაშინ აქ სადავო არაფერია, ხმა ბიძინა ივანიშვილს მივცეთ,

თუკი გვინდა მშვიდობა, საზოგადოებრივი მშვიდობა, უსაფრთხოება, მაშინ ხმა უნდა მივცეთ ოპოზიციას.

 

წინა სტატია,,არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს”- გიორგი გახარია .
შემდეგი სტატიაჩვენ გვინდა ცვლილება და ამ ცვლილებაში აბსოლუტურად ყველა პარტიის ადგილია, ვისაც ამის სურვილი აქვს – ელენე ხოშტარია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური