გირჩი-მეტი თავისუფლებიდან, “ევროპული საქართველოდან” და “დროადან”თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები დასახელდნენ

0
299

პოლიტიკურმა გაერთიანებებმა დღეს თბილისის ოლქებში დეპუტატობის პრეტენდენტები წარადგინეს.  – კანდიდატები დასახელდნენ გირჩი-მეტი თავისუფლებიდან, “ევროპული საქართველოდან” და “დროადან”.

შეგახსენებთ, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმების საფუძველზე, ენმ-მ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები არ დაასახელა.

გირჩი – მეტი თავისუფლებიდან თბილისის 4 მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი არიან:

  • მთაწმინდა- თენგო კირთაძე;
  • საბურთალო – ბორის ყურუა;
  • ​დიდუბე – ნიკა მოსიაშვილი;
  • ნაძალადევი – ბადრი გრიგალაშვილი

(თბილისის ვიცე- მერობის კანდიდატი – ცოტნე კობერიძე) 

“ევროპული საქართველო” – თბილისის 3 ოლქი:

  • ჩუღურეთი – გიორგი ნონიაშვილი;
  • ისანი – ბესო დონაძე;
  • სამგორი – დათო ჟღენტი 

“დროა” – თბილისის 3 ოლქი:

  • ვაკე – ბათუ ქუთელია;
  • კრწანისი – თამაზ ახობაძე;
  • გლდანი – ელენე ხოშტარია

ოპოზიციის თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის ელენე ხოშტარია, ხოლო ვიცე მერობის ცოტნე კობერიძეა.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია, რომელიც ყველაზე რთულ უბანში, გლდანში იბრძოლებს გამარჯვებისთვის , ამავე დრის ოპოზიციური გაერთიანების მიერ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატადაა წარდგენილი.

 

წინა სტატიაჩვენ გვინდა ცვლილება და ამ ცვლილებაში აბსოლუტურად ყველა პარტიის ადგილია, ვისაც ამის სურვილი აქვს – ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: ზუსტად გვესმის, როგორი ქვეყანა გვინდა და რა არის შესაცვლელი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური