ჩვენ გვინდა ცვლილება და ამ ცვლილებაში აბსოლუტურად ყველა პარტიის ადგილია, ვისაც ამის სურვილი აქვს – ელენე ხოშტარია

0
274

მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომ არა ჰიპოთეტურად, როდესაც ძალაუფლებაში მოვალთ, არამედ დღესვე, გვანახოს მაგალითი – მე არ მინდა ყველაფერი ჩემთვის, ჩვენ გვინდა ცვლილება და ამ ცვლილებაში აბსოლუტურად ყველა პარტიის ადგილია, ვისაც ამის სურვილი აქვს,- ამის შესახებ პოლიტიკური პარტიის „დროას“ ლიდერმა  ელენე ხოშტარიამ ოპოზიციის ნაწილის მიერ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილი ბრძოლაში, ერთი მხრივ ერთიანია, მეორე მხრივ კი საზოგადოებას მრავალფეროვნებას სთავაზობს.

„ოქტომბერში რეფერენდუმზე უნდა მივიდეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ ასე გაგრძელება აღარ გვინდა. ამ რეფერენდუმზე რომ გქონდეთ არჩევანი არა ცუდსა და უარესს შორის, არამედ ცუდსა და უკეთესს შორის, გთავაზობთ ძალიან მნიშვნელოვან, ისტორიულ გადაწყვეტილებას – კოალიციურ მმართველობას. ჩვენი მაჟორიტარები არის პირველი ყველაზე მკაფიო ნიშანი ამ კოალიციური მმართველობის. კიდევ ერთხელ მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ – ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, რომ არა ჰიპოთეტურად, როდესაც ძალაუფლებაში მოვალთ, არამედ დღესვე განახო მაგალითი – მე არ მინდა ყველაფერი ჩემთვის, ჩვენ გვინდა ცვლილება და ამ ცვლილებაში აბსოლუტურად ყველა პარტიის, ვისაც ამის სურვილი აქვს, ადგილია. ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ ერთიანები, მეორე მხრივ, გთავაზობთ მრავალფეროვნებას, რასაც ჩვენი საზოგადოება წარმოადგენს“,- განაცხადა ხოშტარიამ.

წინა სტატიათუკი სიღარიბე, ქაოსი, შუღლი, კრიმინალი მოგვწონს, ხმა ბიძინა ივანიშვილს მივცეთ – ნიკა მელია
შემდეგი სტატიაგირჩი-მეტი თავისუფლებიდან, “ევროპული საქართველოდან” და “დროადან”თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები დასახელდნენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური