ამერიკელი სამხედროები არ უნდა იხოცებოდნენ ომში, სადაც თავად ავღანელები არ იბრძვიან – ბაიდენი

0
277

“ამერიკელი სამხედროები არ უნდა იბრძოდნენ და იხოცებოდენ ომში, რომელში ბრძოლაც ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს თავადვე არ სურთ” – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საუბრობს და ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

“ამერიკელ ხალხს პირობა მივეცი, რომ ყოველთვის გულწრფელი ვიქნებოდი. სიმართლე ისაა, რომ [ავღანეთში მოვლენები] უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე ველოდით. რა მოხდა? ავღანელი პოლიტიკური ლიდერები დანებდნენ და ქვეყანა დატოვეს, ჯარმა კი კოლაფსი განიცადა, ზოგჯერ ბრძოლის გარეშეც კი დანებდნენ. ამერიკელი სამხედროები არ უნდა იბრძოდნენ და იხოცებოდენ ომში, რომელში ბრძოლაც ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს თავადვე არ სურთ. ჩვენ ტრილიონ დოლარზე მეტი დავხარჯეთ, გავწვრთენით და იარაღით მოვამარაგეთ ავღანური ძალები და შევქმენით ძალიან კარგად შეიარაღებული 300 000-იანი არმია, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ბევრი NATO-ს მოკავშირე ქვეყნის შეიარაღებული ძალები. ჩვენ მათ მივეცით ყველა საჭირო ბერკეტი, ვიხდიდით მათ ხელფასებს, უზრუნველვყოფდით მათი საჰაერო ძალების საჭიროებებს, რომელიც თალიბანს საერთოდ არ აქვს. ჩვენ მათ მივეცით ყველა შესაძლებლობა საკუთარი მომავლის განსასაზღვრად. რითიც მათი უზრუნველყოფა არ შეგვეძლო, ეს არის სურვილი, რომ იბრძოლო ამ მომავლისთვის” – აცხადებს ბაიდენი.

ცნობისთვის, “თალიბანმა” ავღანეთის დედაქალაქი დაიკავა და ქვეყანაში „ავღანეთის ისლამური ემირატის“ დაარსების შესახებ განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ავღანეთი დატოვა.

წინა სტატიაზურაბ ზვიადაურმა ძმის მკვლელი მოკლა – ყოფილი დეპუტატი დაკავებულია
შემდეგი სტატიაოპოზიცია დღეს თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებს წარადგენს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური