მთავარისიახლეებიმსოფლიოთალიბანის სპიკერმა  ბი-ბი-სი-ზე თალიბანის გეგმებზე ისაუბრა 

თალიბანის სპიკერმა  ბი-ბი-სი-ზე თალიბანის გეგმებზე ისაუბრა 

Published on

15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა დაჯგუფება თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი დაამყარა, მისმა სპიკერმა, სუჰაილ შაჰინმა BBC-ის პირდაპირ ეთერში დარეკა და ინტერვიუ მისცა.

ინტერვიუში შაჰინმა ქალების უფლებებზე, თავისუფალ სასამართლოსა და კრიტიკულ მედიაზე ილაპარაკა, რაც, მისი თქმით, ავღანეთში დაცული იქნება.

ჟურნალისტმა იალდა ჰაკინმა შაჰინს თალიბანის გეგმებზე ჰკითხა.

ტერორისტული ორგანიზაციის სპიკერი ამტკიცებს, რომ თალიბანი ავღანელი ხალხის მსახურია და რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მან თქვა, რომ თალიბანი მათთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარებას ელოდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა იგულისხმება ამაში, შაჰინმა უპასუხა, რომ მათ მშვიდობიანად უნდა მიიღონ ძალაუფლება, რის შემდეგაც მომავალში დაარსდება ავღანეთის ისლამური საამიროს ინკლუზიური მთავრობა, რაში მონაწილეობასაც ყველა ავღანელი მიიღებს.

რაც შეეხება ქალების უფლებებს, რომელთაც, თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, შარიათის კანონებით, სწავლის და მუშაობის უფლება უქრებათ – ტერორისტული დაჯგუფების პრესსპიკერი ამტკიცებს, რომ ავღანეთში უამრავი სკოლა და უნივერსიტეტია, სადაც ქალებს სწავლა შეუძლიათ. ასევე, მისი განცხადებით, ქალებს აქვთ მუშაობის უფლება. თალიბანის სპიკერის თქმით, ეს პოლიტიკაა.

შაჰინი ამტკიცებს იმასაც, რომ ქალებს არ შეეზღუდებათ სახლიდან კაცის თანხლების გარეშე გამოსვლის უფლება.

იალდა ჰაკინმა ხაზი გაუსვა ცნობებს, რომ ავღანეთის ქალაქებში თალიბანის მებრძოლები ქალებს უკვე აღარ აძლევენ სწავლის უფლებას და რომ ერთ-ერთ ქალაქში უნივერსიტეტში მისულებს უკან გაბრუნება მოსთხოვეს.

“თუ თქვენი პოლიტიკა ის არის, რომ ქალებს სწავლის უფლება აქვთ, ხოლო ადგილზე მებრძოლები სხვანაირად იქცევიან – გისმენენ ისინი თქვენ? – იკითხა ჟურნალისტმა.

“დიახ, ისინი ჩვენ გვისმენენ. რაც თქვენ თქვით, ინდივიდუალური შემთხვევაა, რასაც გამოძიება მოჰყვება”. – თქვა შაჰინმა.

ჟურნალისტმა სპიკერს ასევე ჰკითხა გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ თალიბანის მებრძოლები დადიან სახლებში და ატერორებენ ადამიანებს, რომლებიც დასავლური ძალებისთვის მუშაობდნენ ან რამე ფორმით აფილირებულები იყვნენ დასავლურ ინსტიტუტებთან.

სუჰაილ ​შაჰინმა ამ ცნობებს ჭორები უწოდა, რომელსაც მათი ოპონენტები ავრცელებენ.

გავრცელდა ცნობები, რომ მებრძოლები, რომლებიც თალიბების წინააღმდეგ იბრძოდნენ, აწამეს და სიკვდილით საჯაროდ დასაჯეს. ასევე, მიზანმიმართულად მოკლეს ჟურნალისტები – მათ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა უკვე აიღო.

ჟურნალისტმა სპიკერს ჰკითხა, გაგრძელდება თუ არა მსგავსი ქმედებები შემდგომი დღეების და კვირების განმავლობაში ავღანეთში.

სუჰაილ შაჰინმა ყველა ამ ინფორმაციას და ცნობას არასწორი და შეცდომაში შემყვანი უწოდა. 

მან ილაპარაკა თავისუფალ სასამართლოზეც, რომელიც ავღანეთის ისლამურ საამიროში იფუნქციონირებს და ქალებს და კაცებს თავის დაცვა შეეძლებათ.

მისივე თქმით, სასამართლოში მუშაობა ქალებსაც შეეძლებათ.

რაც შეეხება იმას, მიეცემათ თუ არა ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება იმ ავღანელებს, რომელსაც ამის სურვილი აქვთ, სუჰაილ შაჰინის თქმით, თალიბანის პოზიციაა, ქვეყანა არავინ დატოვოს.

“ჩვენ ისინი ყველანი გვჭირდება. გვჭირდება, რომ ყველა ავღანელი დარჩეს ქვეყანაში და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მშენებლობაში”. – თქვა მან.

თალიბანის წარმომადგენელმა ილაპარაკა თავისუფალი მედიის როლზე, რომელიც, მისი თქმით, აუცილებლად იქნება ავღანეთში – ჟურნალისტები გააკრიტიკებენ ყველას, მაგრამ დაიცავენ ისლამურ სამართალს.

კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა ადამიანების დასჯა კიდურების მოჭრით, შაჰინი ამბობს, რომ ამასაც სასამართლო გადაწყვეტს.

მოსამართლეები მომავალი ისლამური მთავრობის კანონების მიხედვით დაინიშნებიან.

შაჰინი ამბობს, რომ ავღანეთი ისლამური სახელმწიფო იქნება – თალიბები ამისთვის 4 ათწლეული იბრძოდნენ.

სიახლეები

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება - სწორედ 25 ივლისს ისარგებლებს საბოლოო სიტყვით...

წილოსანი- “საზღვარგარეთ მომუშავე მოქალაქეებს გასამმაგებულ ეკონომიკას ვთავაზობთ”

ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, სწორად გაიგო. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ...

სტრასბურგის სასამართლო ამაღლობელის საქმეზე ოცნებისთვის დასმულ კითხვებს ავრცელებს

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო (ECHR) ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით დასმულ...

ელენე ხოშტარიას და “დროას” ანგარიშები დააყადაღეს

ელენე ხოშტარიას და "დროას" ანგარიშები დააყადაღეს. ამის შესახებ ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. დამაყადაღენ. მეც...