მთავარიUncategorizedსაქართველოში 7 წუთში 2 მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 7 წუთში 2 მიწისძვრა მოხდა

Published on

დღეს დილით, 7 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან.

თბილისის დროით 05:44 საათზე დააფიქსირეს 5.1, ხოლო 05:51 საათზე 3.2 მაგნიტუდის მიწისძვრები.

სოფელ სამებასთან 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო 03:19 საათზეც. ამავე რაიონში 3.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა შუაღამემდეც, თბილისის დროით 23:42 საათზე.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, აგვისტოს დასაწყისიდან სოფელ სამებასთან უკვე 13 მიწისძვრა მოხდა, ბოლო ორ თვეში კი 30-ზე მეტი. მათგან ყველაზე ძლიერი 5.1 მაგნიტუდის, დღევანდელი დილის იყო.

 

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...