როგორ დაიწყება სწავლა – საკლასო ოთახებში თუ ონლაინ რეჟიმში ?

0
707

ჯერჯერობით უცნობია, ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დაიწყება თუ კვლავ ონლაინ გაგრძელდება. ამ თემაზე ჟურნალისტებმა კითხვა ჯანდაცვის მინისტრს დაუსვეს, თუმცა ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ადრეა.

“ჯერ ჩვენ უნდა დაველოდოთ, 4 სექტემბრისთვის რა მდგომარეობა გვექნება და იმის შემდეგ შემიიძლია უკვე კონკრეტულად გითხრათ, თუ რა რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო. ამ ეტაპისთვის ნაადრევია ამაზე საუბარი” — განაცხადა ტიკარაძემ.

16 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში დაფიქსირდა კოვიდ-19-ით ინფიცირების 4 314 ახალი შემთხვევა, 4 519 გამოჯანმრთელდა, 35 გარდაიცვალა.

წინა სტატიაოკუპაციასთან შეურიგებლობის სიმბოლოს – დათა პაპას სახლთან ოკუპანტებმა მავთულხლართები სამ მეტრამდე აამაღლეს
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო: როგორ უნდა მოიქცეთ, თუ აცრაზე მისულებმა ექიმისგან საეჭვო უარი მიიღეთ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური