ქართველმა ძიუდოისტებმა იაპონიის სასტუმროში სკანდალი მოაწყვეს – 60 წლის თანამშომელს ნეკნი აქვს გატეხილი.~

0
483

იაპონური japantoday-ის ინფორმაციით, ტოკიოს პოლიციაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე პარალიმპურ თამაშებში მონაწილე ქართველი სპორტსმენების მიმართ, რომლებსაც სასტუმროში ძალადობაში ედებათ ბრალი.

როგორც წყარო იტყობინება, 12 აგვისტოს, გამთენიისას სპორტსმენები აეროპორტის სასტუმროში დააბინავეს, სადაც კარანტინის გავლა უწევთ იმის გამო, რომ კორონავირუსზე გუნდის ერთ-ერთი წევრის ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩმდა. როგორც ირკვევა სპორტსმენები სასტუმროში ხმაურობდნენ, რაზეც დაცვის თანამშრომლმა მათ სიწყნარისკენ მოუწოდა და საკუთრ ოთახებში შესვლა სთხოვა, პასუხად კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც 60 წელს გადაცილებულ სასტუმროს თანამშომელს ნეკნი აქვს გატეხილი.

პოლიციაში ძიუდოისტის დაკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ სპორტსმენები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი პარაოლიმპიელი ზვიად გოგოჭური დაკავებულია, იგი თამაშებიდან მოხსნილია,  მას სამშობლოში დააბრუნებენ და პარალიმპურ თამაშებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.- შესაძლოა ოლიმპიადიდან მთელი ხუთკაციანი გუნდიც მოიხსნას

წინა სტატიაახლა ვხედავ, რომ ყველაფერი უნდა დავწვა, რასაც აქამდე მივაღწიე – ავღანელი ქალის მონათხობი The Guardian-ში
შემდეგი სტატიათურქეთმა საექსსპორტო თხილის დაბალი ფასი დაასახელა – შესაბამისად ქართული თხილის ფასიც დაიწევს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური