ფოთში ქართული ოცნება 4-მა საჯარო მოხელემ დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა.

0
1066

ფოთში ,,ქართული ოცნება” 4-მა საჯარო მოხელემ დატოვა. ისინი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან.

ოთხივე პირი ფოთის მერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა:

გიორგი აფშილავა — ფოთის მერიის ყოფილი იურისტია;თამთა დაგარგულია — ფოთის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ურბანული განყოფილების უფროსი; გიგლა თურქია — ფოთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორი;გოგი გაგუა — ფოთის სამხატვრო გალერეის დირექტორი

ისინი თანამდებობების დატოვების მიზეზად ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ასახელებენ.

“მიზეზი არის ის ვითარება, რომელიც შექმნილია ქვეყანაში — მუდმივი რადიკალიზმი, პოლარიზება, რაც დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის და რომლის გამოსწორების არც რესურსი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სურვილიც კი, აღარ აქვს მოქმედ ხელისუფლებას”, — წერს გიორგი აფშილავა თავის ფეისბუქგვერდზე.

,,ეს ვითარება შექნა ქალაქში არსებულმა ვითარებამ, დაუსრულებელმა დაპირისპირებამ და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ვიწრო ინტერესების დაყენებამ- წერს გიგლა თურქია

” ბატონი გიორგი გახარია მიმაჩნია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებად. რიმელსაც  ჩვენი ქალაქისთვისაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. გიორგი გახარიას ავტორიტეტმა გადაწყვიტა ჩემი მასთან ყოფნა”, — ამბობს გოგი გაგუა.

თამთა დაგარელია მიმართავს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, რომ არ შეეშინდეთ, რადგან “ყველას ვერ გაათავისუფლებენ”

 

 

წინა სტატიაპარტია ევროპულმა საქართველომ მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები დაასახელა
შემდეგი სტატიაოკუპაციასთან შეურიგებლობის სიმბოლოს – დათა პაპას სახლთან ოკუპანტებმა მავთულხლართები სამ მეტრამდე აამაღლეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური