მთავარიUncategorizedოკუპაციასთან შეურიგებლობის სიმბოლოს - დათა პაპას სახლთან ოკუპანტებმა მავთულხლართები სამ მეტრამდე აამაღლეს

ოკუპაციასთან შეურიგებლობის სიმბოლოს – დათა პაპას სახლთან ოკუპანტებმა მავთულხლართები სამ მეტრამდე აამაღლეს

Published on

ყველასათვის ცნობილ დათა პაპას სახლთან, რომელიც ოკუპაციასთან შეურიგებლობის სიმბოლოდ იქცა, გუშინ მავთულხლართი აამაღლეს. ახლა მავთულხლართის სიმაღლე დაახლოებით სამ მეტრამდეა, რაც საოკუპაციო ზოლს მიღმა დარჩენილი დათა პაპას მეუღლისათვის საკვების მიწოდებას ართულებს.

ვალია ვანიშვილი ყვება, რომ ათობით ოკუპანტი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა, უფრო მეტიც, მავთულხლართების დასაინსტალირებელი ძელები მათ ვანიშვილების ვენახიდან მოიპარეს.

ახლა ვალია ვანიშვილთან მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი იმყოფება, ოჯახი შიშობს, რომ ოკუპანტები მოზარდს საოკუპაციო ზოლის გადმოლახვის საშუალებას არ მისცემენ.

სიახლეები

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...

გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახლა რეგიონს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს....