მიხეილ სააკაშვილი: გულით მივესალმები ანზორ მელიას ზუგდიდის მერის კანდიდატად დაყენებას

0
452

..ანზორ მელია ისე მოიქცა, როგორც ნამდვილი პატრიოტი. მისი კლინიკა მე გავხსენი ზუგდიდში მასთან ერთად და მახსოვს კარგად, როგორ უყვართ ზუგდიდელებს/ ეს არის საუკეთესო წარმომადგენელი სამეგრელოში, ზუგდიდი და მთლიანად საქართველოში.” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მთელი გულით მივესალმები ანზორ მელიას ზუგდიდის მერის კანდიდატად დაყენებას.ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ყველაფერზე მაღლა, თავის კარიერაზე, შემოსავლებზე, სხვა პირად საკითხებზე უნდა დააყენოს თავის სამშობლო, ახლა საქართველოში არის ეს მომენტი და ანზორ მელია ისე მოიქცა, როგორც ნამდვილი პატრიოტი.

ეს არ არის ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი, საქართველოს უზურპატორული არჩევნების, მომპარავი ხელისუფლების მოშორებაზე და რა თქმა უნდა ყველამ, ყველაფერი უნდა გავიღოთ ამისთვის.

წარმატებები მას და წარმატებები თითოეულ ჩვენგანს, წარმატებები ჩვენს სამშობლოს”, – წერს სააკაშვილი.

წინა სტატიაზურაბ ზვიადაურის ძმა ორ მეგობართან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს
შემდეგი სტატია მიხეილ სააკაშვილი: რასაც ახლა ავღანეთის აეროპორტში ვხედავთ, ეს მოხდებოდა თბილისში 2008 წელს, მე რომ დამეტოვებინა ქვეყანა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური