მთავარისიახლეებისპორტიგერმანია ლეგენდარულ ბომბარდირს გერდ მიულერს ეთხოვება

გერმანია ლეგენდარულ ბომბარდირს გერდ მიულერს ეთხოვება

Published on

გერმანიაში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანიის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გერდ მიულერი.

მიულერი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა შორის, რომელთა მიერ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გატანილი გოლების რაოდენობა აღემატება ნაკრებში ნათამაშებ მატჩებს. გფრ-ს ნაკრებში მან 62 მატჩში ითამაშა და 68 გოლი გაიტანა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მიულერი იყო მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი.

საკლუბო კარიერაში თავდამსხმელმა მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად სამჯერ მოიგო ევროპის მთავარი საფეხბურთო პრიზი – ჩემპიონთა თასი, შვიდჯერ იყო გფრ-ს ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი და ბუნდესლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით დღემდე რჩება რეკორდსმენად -მას 365 გოლი აქვს გატანილი.

1970 წელს გერდ მიულერმა მოიპოვა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი – „ოქროს ბურთი“. იმავე წელს, ასევე ორი წლის შემდეგ, ის გახდა „ოქროს ბუცის“ მფლობელი ევროპულ ჩემპიონატებში გატანილი ყველაზე მეტი გოლისთვის.

მიულერმა მოულოდნელად ადრე, 28 წლის ასაკში, შეწყვიტა თამაში და ეს ახსნა სურვილით, მეტი დრო დაეთმო ოჯახისთვის. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ის „ბაიერნში“ მუშაობდა მწვრთნელად.

 

სიახლეები

სეს-ი: მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა

მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი ევროპარლამენტის შენობაზე

ბელგია, ბრიუსელი - სახაროვის პრემიის წლევანდელი ლაურეატების, მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი...

ზვიად ცეცხლაძის ოჯახი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

როგორც ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, ისინი აპირებენ შეიტანონ...

არქიმანდრიტი ილია თოლორაია 5 ნოემბერს საპატრიარქოში დაიბარეს

არქიმანდრიტი ილია თოლორაია ამბობს, რომ 5 ნოემბერს, 13:00 საათზე, საპატრიარქოშია დაბარებული. თოლორაიას თქმით, ის...