ძლირი წვიმა სოხუმში -ქალაქის ნაწილი დატბორილია

0
730

სოხუმის ნაწილი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე, კერძოდ ჭანბას, აშხაწავას, შეგლოვას, მარას, ბეგუას და სხვა ქუჩებზე წყლის დონემ მეტრ-ნახევარს მიაღწია.

დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სარდაფები, საიდანაც მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო. წყლის დონის კლების შემდეგ, ქუჩები ნაგვით სავსე აღმოჩნდა.

წყალი შეუდგა ოკუპირებულის აფხაზეთის ადგილობრივი მთავრობის შენობასაც.

ძლიერმა წვიმამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. კომპანია “ჩერნომორენერგოს” ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სოხუმის ცენტრს, ქალაქის ახალი რაიონის ნაწილს და შუქურას.

სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ოპერატიული შტაბი შექმნა.

 

წინა სტატიაავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანა გართულდა
შემდეგი სტატიაგერმანია ლეგენდარულ ბომბარდირს გერდ მიულერს ეთხოვება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური