მთავარისიახლეებიპოლიტიკადაიწევს თუ არა საარჩევნო ბარიერი 2%-მდე?

დაიწევს თუ არა საარჩევნო ბარიერი 2%-მდე?

Published on

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისიდან დაიწყო.

ცვლილებები მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას და გენერალური პროკურორის არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს.

“ქართული ოცნების” წევრის შალვა პაპუაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოხდა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განხილვებმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა:

“18 აგვისტოს საორგანიზაციო კომისია დაასრულებს თავის მუშაობას და შეაჯამებს ამ მთლიან პროცესს და შემდგომ უკვე საპარლამენტო პროცედურები დაიწყება, რაც შეეხება შინაარსს ამ განხილვებისა, როგორც იცით, მას შემდეგ რაც 19 აპრილის შეთანხმება ანულირდა, ამ განხილვებს უფრო მეტი და კონსტიტუციით განსაზღვრული დატვირთვა აქვს უკვე, ვინაიდან ამ განხილვებში შევდივართ არა წინასწარ ცნობილი შედეგით, არამედ იმისთვის, რომ გავმართოთ დისკუსია და ვიმსჯელოთ რა იქნება ყველაზე კარგი გადაწყვეტა ჩვენი ქვეყნისთვის,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სახალხო განხილვაში ერთვება საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც. “ნაციონალურ მოძრაობაში” კი ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას.

“მგონი ჩვენს ისტორიაში პირველად მოხერხდა ის, რომ მმართველი პარტიისა და საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობის ერთობლივი ინიცირებითაა ეს პროექტი დადებული. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაინც ჩვენ დავიცვათ ის შეთანხმება. თუ კიდევ ვინმე რაიმე მიზეზის გამო უკან წაიღებს თავის ნათქვამ სიტყვას ეს ისევ შეაფერხებს ქვეყნის წინსვლას და ეს უნდა შევწყვიტოთ ჩვენ როგორმე,” – აცხადებს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აღნიშნული ცვლილებების განხორციელებას მნიშვნელოვანს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი პარტია, შარლ მიშელის შეთანხმების მსგავსად ამ შეთანხმებიდანაც არ დაიხევს უკან.

პარტია მოქალაქეების წევრის ლევან იოსელიანის თქმით, ქვეყანაში ორპოლუსიანობის დასასრულებლად საჭიროა მრავალპარტიულობა, ამისთვის კი მნიშვნელოვანია დაბალ ბარიერი, რასაც აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება ითვალისწინებს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...