მთავარისიახლეებიმსოფლიოავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანა გართულდა

ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანა გართულდა

Published on

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით    მთავრობა ცალკე თვითმფრინავს გააგზავნის ქაბულში, საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად.

“მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად. შესაბამისად, ახლა მიმდინარეობს, ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს უკვე მათ წამოყვანას ჩვენი ბორტით”, — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მისი  თქმით, სამინისტრომ არ იცოდა, რომ ავღანეთში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. ისინი გუშინ დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათი გამოყვანა პარტნიორი ქვეყნების ავიარეისებით.

ხვთისიაშვილის ინფორმაციით, გუშინ, 15 აგვისტოს დღის 2 საათიდან პარტნიორი ქვეყნების ოთხი რეისი გამოფრინდა ქაბულიდან, რომლებიც მზად იყვნენ საქართველოს მოქალაქეები წამოეყვანათ, თუმცა მათ აეროპორტში მისვლა ვერ მოახერხეს.

“პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საუბარი, მათი მხრიდან არის დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. რამდენიმე რეისი არის კიდევ დაგეგმილი. მათ სამწუხაროდ ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში აეროპორტში მისვლა, მდგომარეობა იყო დაძაბული, ამიტომ არჩიეს დარჩენილიყვნენ ბაზაზე”, — განმარტავს ხვთისიაშვილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეები ავღანეთის სხვადასხვა ტერიტორიიდან ქაბულში თურქული ჯავშნიანი მანქანებით გადაჰყავთ.

“ახლა ვმუშაობთ უკვე მათი საკუთარი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად. თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა მზაობა, რომ დაგვეხმარებიან, რომ ისინი მიიყვანონ ჯავშნიანი მანქანებით ქაბულის აეროპორტში. ახლა მიმდინარეობს ოპერაცია და უახლოეს მომავალში იმედია, ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან მიყვანილი, საიდანაც ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ ჩამოყვანას საქართველოში”, — განაცხადა ხვთისიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები მოქალაქეები არიან ყოფილი სამხედროები, რომლებიც ამჟამად კერძო კომპანიებში მუშაობენ.

 

სიახლეები

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება - სწორედ 25 ივლისს ისარგებლებს საბოლოო სიტყვით...

წილოსანი- “საზღვარგარეთ მომუშავე მოქალაქეებს გასამმაგებულ ეკონომიკას ვთავაზობთ”

ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, სწორად გაიგო. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ...

სტრასბურგის სასამართლო ამაღლობელის საქმეზე ოცნებისთვის დასმულ კითხვებს ავრცელებს

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო (ECHR) ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით დასმულ...

ელენე ხოშტარიას და “დროას” ანგარიშები დააყადაღეს

ელენე ხოშტარიას და "დროას" ანგარიშები დააყადაღეს. ამის შესახებ ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. დამაყადაღენ. მეც...