მთავარიUncategorized,,ავღანელი ხალხი იმსახურებს, იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად' - 60 ქვეყნის განცხადება

,,ავღანელი ხალხი იმსახურებს, იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად’ – 60 ქვეყნის განცხადება

Published on

მსოფლიოს 60 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები ავღანეთში განვითარებულ მოვლენებზე საერთო განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო საზოგადოება მზად არის დაეხმაროს ავღანელებს და იმ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ავღანეთის დატოვება სურთ.

საერთო განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“უსაფრთხოების გაუარესებული სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ, ვმუშაობთ უზრუნველსაყოფად და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცეს და ხელი შეუწყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების და იმ ავღანელების უსაფრთხო და მოწესრიგებული გამგზავრებას, ვისაც ქვეყნის დატოვება სურს.

ავღანეთში ძალაუფლების მქონე პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ, დაიცვან ადამიანის სიცოცხლე, ასევე ქონების დაცვის უფლება და უსაფრთხოებისა და სამოქალაქო წესრიგის დაუყოვნებლივ აღდგენისთვის.

ავღანელებს და საერთაშორისო მოქალაქეებს, რომლებსაც გამგზავრება სურთ, ამის საშუალება უნდა მიეცეთ. გზები, აეროპორტები და საზღვრები ღია უნდა დარჩეს, სიმშვიდე უნდა შენარჩუნდეს.

ავღანელი ხალხი იმსახურებს, იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოება მზად ვართ მათ დასახმარებლად”,-ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ...

ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი ალექსეი პიმანოვი მოკვდა

ალექსეი პიმანოვი მოკვდა - რუსპროპაგანდის ერთ-ერთი „Звезда“ და ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი: ადამიანი, რომელმაც...

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...