საქართველოს საგარეო უწყება ავღანეთში დარჩენილი ჩვენი მოქალაქეების გადმოყვანაზე მუშაობს

0
411

 

.ქაბულში 22 ქართველია ჩარჩენილი – მათ შორის  ქაბულში სამუშაოდ წასული პირები, ავღანეთის დედაქალაქს ვერ ტოვებენ ყოფილი სამხედროებიც. ქაბულში თალიბანის დაჯგუფების შესვლის შემდეგ,  ხვალიდან   ბოლო რეისი შესრულდება და ამის შემდეგ აეროპორტი იხურება. ქაბულში ჩარჩენილი ქართველები დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ავღანეთში საქართველოს რამდენიმე მოქალაქეა დარჩენილი. უწყების განცხადებით, მათ დაბრუნებაზე მუშაობენ.

სამინისტროში ამბობენ, რომ ავღანეთში კერძო კონტრაქტორად მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარების თხოვნით დღეს დაუკავშირდნენ და ისინი პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინაციით ცდილობენ მათ გამოყვანას. მათივე თქმით, განიხილება, რომ მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინული საჰაერო ბორტით განხორციელდეს.

“სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში. კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას”, — წერია განცხადებაში.

თალიბანის მეომრები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ.   ქვეყნის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ავღანეთი დატოვა

წინა სტატიაენმ-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია იქნება
შემდეგი სტატიაშვილს ბრძოლაში გაყოლილი მამა – ენმ-მ ზუგდიდში ანზორ მელია წარადგინა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური