მთავარისიახლეებიმსოფლიო ჰაიტიში ძლიერ მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

 ჰაიტიში ძლიერ მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Published on

ჰაიტიში ძლიერ მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 800-ზე მეტი დაშავებულია. 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა ქვეყანაში გუშინ, 14 აგვისტოს მოხდა და ძლიერი ნგრევა გამოიწვია.

დანგრეულია საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურა. დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცი  ყველაზე მეტად დაშავებული რეგიონებიდან. დაშავებულთა ნაწილის ნანგრევებიდან გამოყვანა მოხერხდა  მაშველებისა და მოხალისეების დახმარებით.

ჰაიტის პრემიერმა  საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 10 კილომეტრის სიღრმეზე დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიდან 150 კილომეტრში მოხდა. მიწისძვრის შემდეგ, ბიძგები გაგრძელდა,აშშ-ს ცუნამის განგაშის სისტემამ ცმოსალოდნელი ცუნამის შესახებ გააფრთხილა ქვეყნის ხელისუფლება და მოსახლეობა.

სპეციალისტებიც ცნობით,  ჰაიტიში მომავალ კვირას გაგრძელდება ძლიერი წვიმები და ქარიშხალი, რამაც შესაძლოა, წყალდიდობა გამოიწვიოს.

აღსანიშნავია, რომ ჰაიტიზე 2010 წლის 12 იანვარს 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგადაც 200 000-ზე მეტი დაიღუპა.

სიახლეები

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება

გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება - სწორედ 25 ივლისს ისარგებლებს საბოლოო სიტყვით...

წილოსანი- “საზღვარგარეთ მომუშავე მოქალაქეებს გასამმაგებულ ეკონომიკას ვთავაზობთ”

ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, სწორად გაიგო. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ...

სტრასბურგის სასამართლო ამაღლობელის საქმეზე ოცნებისთვის დასმულ კითხვებს ავრცელებს

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო (ECHR) ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით დასმულ...

ელენე ხოშტარიას და “დროას” ანგარიშები დააყადაღეს

ელენე ხოშტარიას და "დროას" ანგარიშები დააყადაღეს. ამის შესახებ ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. დამაყადაღენ. მეც...