მთავარისიახლეებიმედიცინასაქართველოში გაკეთებული 700 000 აცრიდან, ანაფილაქსიური შოკით მხოლოდ სამი დასრულდა - კულუმბეგოვი

საქართველოში გაკეთებული 700 000 აცრიდან, ანაფილაქსიური შოკით მხოლოდ სამი დასრულდა – კულუმბეგოვი

Published on

ცნობილი ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ისევ საუბრობს ვაქცინაციის აუცილებლობაზე და მისი მიმდინარეობის ტემპს განიხილავს, ასევე, ყურადღებას ამახვილებს გვერდით მოვლენებზე, რომლებიც საქართველოში აცრების რაოდენობასთან შედარებით, მიზერულია: მაგალითად, 700.000 აცრა და მხოლოდ 3 ანაფილაქსიური შოკი.

“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, 700 000 ადმინისტრირებული ვაქცინიდან, სულ გვერდითი მოვლენა დაფიქსირებულია 110 ადამიანთან, გვაქვს მხოლოდ 3 ანაფილაქსიის შემთხვევა, რომელიც, საბედნიეროდ, კარგად დასრულდა(მეოთხე ლეტალურ შემთხვევას, როგორც იცით, იკვლევს ექსპერტიზის ბიურო). დანარჩენ შემთხვევათა უდიდესი ნაწილი არის ემოცია და შიში – როდესაც მასობრივი კამპანია ტარდება, ამ დროს ხშირია რიგის გამო, ემოციის გამო, უჰაერობის გამო, გულის წასვლით მიმდინარე რეაქციები, რომლებიც ძალიან მარტივად გვარდება.

მსგავსი ტიპის ასამდე რეაქცია ფიქსირდება. არავის არ უნდა ეშინოდეს ამ ტიპის რეაქციის, რადგან ყველა ბრიგადა აღჭურვილია სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტით, თუ რეაქცია მაინც განვითარდა, გვაქვს ადრენალინი, დექსამეტაზონი და მსგავსი ტიპის წამლები”, – ამბობს ალერგოლოგი.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...