,,ატარონ პროცესი რამდენიც უნდათ, ჩემი ფეხი იქ არ იქნება” – ელენე ხოშტარია

0
413

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოში ჩანიშნულია სხდომა მთავრობის ადმინისტრაციის ფოიეში წითელი საღებავის დასხმის საქმეზე

ხელისუფლებას  ამ  სახით განზრახული აქვს ხელი შეუშალოს პოლიტიკური პარტია “დროას” დამფუძნებლის, ოპოზიციის ნაწილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას საარჩევნო კამპანიას.- ამბობენ ოპოზიციაში.

თავად ელენე ხოშტარია სასამართლოში მისვლას არ აპირებს

,,მაშინ, როდესაც 5 ივლისის ორგანიზატორები დაუსჯელები არიან, ხელისუფლება სასამართლოს ისევ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. – არ ვაპირებ სასამართლოზე გამოცხადებას და ამ ცრუ ფარსში მონაწილეობას, ატარონ პროცესი რამდენიც უნდათ, ჩემი ფეხი იქ არ იქნება  – თქვა “დროას” ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს, 11 ივლისს ხოშტარიამ გამოთქვა პროტესტი და მთავრობის ადმინისტრაციის ფოიეში წითელი საღებავი დაასხა.

წინა სტატიააფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 29 წელი გავიდა
შემდეგი სტატიაავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ არ დათმობს უკანასკნელი 20 წლის მიღწევებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური