100 000 ახალი სამუშაო ადგილი – ირაკლი ღარიბაშვილის ახალი დაპირება ძველ მოტივებზე

0
430

ირაკლი ღარიბაშვილი 100 000 სამუშაო ადგილის დაპირებას იძლევა – გურჯაანის მერობის კანდიდატის, ზურაბ უტიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე ღარიბაშვილი ადგილობრივებს საწარმოების დაფინანსებას და განვითარებას დაპირდა:

“ჩვენ ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ვაპირებთ დამატებით დაახლებით 1 200 საწარმოს დაფინანსებას. 2024 წლამდე ჩვენი მთავრობის მხრიდან მილიარდ ლარამდე იქნება მობილიზებული. ჯამში 2.5 მილიარდი ჩაიდება ადგილობრივი წარმოების განვითარებაში, შედეგად ვფიქრობთ, რომ  შეიქნება 100 000 ახალი სამუშაო ადგილი. პროგრამით აწარმოე საქართვლოში  უკვე შეიქმნა 20 000 ახალი სამუშაო ადგილი, დაფინანსებულია ასობით საწარმო და მილიარდი ლარია ბოლო 6 წელიწადში ინვესტირებული.” თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად “ევროპული ტიპის ქალაქებად” უნდა გარდაიქმნას.

წინა სტატიაჩვენი ხელისუფლების მიერ გამოწერილი წამალი ლუკაშენკოსთვის, რომელსაც საქართველომ თავი აატკია
შემდეგი სტატიაგორის გვირაბი ჩაკეტილია – ვენტილატორები დაზიანდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური