მთავარიUncategorizedვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე განაჩენის გამოტანა 25 აგვისტოსთვის გადაიდო

ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე განაჩენის გამოტანა 25 აგვისტოსთვის გადაიდო

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში ისევ გადაიდო განაჩენის გამოტანა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე, ამჯერად პროცესი მხოლოდ ნახევარ საათს გაგრძელდა. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა განაჩენის გამოტანა 25 აგვისტოსთვის გადადო.

ვახო სანაიას თქმით, მოსამართლეს შეეძლო განაჩენი დღესვე გამოეცხადებინა, თუმცა ასე განზრახ არ მოიქცა.
,, წარმოუდგენელია, ამდენი პროცესის და ყველა მტკიცებულების წარდგენის შემდეგ, მოსამართლემ არ იცოდეს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მაგრამ სხვა დირექტივა აქვს მიღებული
და ცდილობს, რაც შეიძლება გაწელოს პროცესი. ივლისშიც ასე მოიქცა, როდესაც 5 ივლისი უკვე მომხდარი იყო და ამ ფონზე არ მიიღო გადაწყვეტილება, გადმოიტანა აგვისტოში. ახლა ისევ გადადო, მიზეზი არ უთქვამს, მაგრამ
ყველაფერი დევს ხელის გულზე, დარწმუნებული ვარ, იცის უკვე რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს, ასე რომ ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს. სხვა განაჩენი აქ არ შეიძლება იყოს”, — აცხადებს ვახო სანაია.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...