რადიკალურმა მოძრაობამ „თალიბანმა“ ფაქთიის პროვინციაში კორონავირუსზე ვაქცინაცია აკრძალა

0
521

რადიკალურმა მოძრაობამ „თალიბანმა“ ავღანეთში, რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ფაქთიის პროვინციაში კორონავირუსზე ვაქცინაცია აკრძალეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ფაქთიის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, თალიბებმა ამცრელ ბრიგადებს ვაქცინაციის შეჩერება უბრძანეს და განუმარტეს, რომ ვაქცინების გაკეთება აკრძალულია. შესაბამისად, 3 დღეზე მეტია, ფაქთიის მთავარ რეგიონულ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესი შეჩერებულია.

რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის 18 პროვინციის დედაქალაქს აკონტროლებს.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.

წინა სტატიაილია მეორე რეკომენდაციების დაცვაზე იძლევა კურთხევას
შემდეგი სტატიანახეთ დღეიდან ამოქმედებული ყველა შეზღუდვის ერთიანი სია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური