მთავარიUncategorized12-13 აგვისტო: რუხის კოვიდკლინიკაში 4 პაციენტი გარდაიცვალა

12-13 აგვისტო: რუხის კოვიდკლინიკაში 4 პაციენტი გარდაიცვალა

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 4 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილებიდან, ერთი აფხაზეთში მცხოვრები 38 წლის მამაკაცია. დანარჩენი სამი ზუგდიდის მკვიდრები იყვნენ და მათი ასაკი 72 წლიდან 78 მერყეობს. ყველა მათგანი რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ინფორმაციისთვის, რეგიონის მასშტაბით ბოლო 24 საათში ვირუსისგან 105 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის სამეგრელოს 6 კოვიდ მიმღებ კლინიკაში 400-მეტი ადამიანია მოთავსებული.
აქედან, რუხის კლინიკაში იმყოფება – 189 კოვიდ პაციენტი (მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 33);
ფოთის კლინიკაში – 40 კოვიდპაციენტი;
ფოთის კლინიკა ბომონდში – 29 კოვიდ პაციენტი
სენაკის კლინიკა ,,სენამედში” – 41 კოვიდ პაციენტი;
სენაკის ლაზიკა მედში – 80 პაციენტი (მათ შორის მძიმე 1 და საშუალო სიმძიმის 56);
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 27 პაციენტი,

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...