თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში და სხვა ქალაქებში დაკავებულია 20 ნარკორეალიზატორი

0
497

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 20 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

უწყება აცხადებს, რომ, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ, ხოლო პოლიციის მიერ დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ.

სამართალდამცველებმა მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: ამფეტამინი, ემდიემეი, კოკაინი, ჰეროინი და სუბოტექსი.

იმერეთის პოლიციის მიერ ერთ-ერთი დაკავებულის – რ.კ.-ის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ შეძენილი, „STALKER 2918-UK“-ის მოდელის პისტოლეტი.

ნარკოდანაშაულების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინა სტატიაNDI: მოსახლეობის 45% თვლის, რომ ვაქცინაციის პროცესი ცუდად მიდის
შემდეგი სტატია14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეზღუდვები დაწესდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური