პოლიციელები ოლიგარქისა და მისი მარიონეტების ტყვეობაში არიან – ნიკა მელია

0
323

ენმ-ს ლიდერი და ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია გორელი პოლიციელის – შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის  ვიდეოს ეხმაურება და ფეისბუქზე წერს:

ეს ვიდეო ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ ამხელს და ადასტურებს შემდეგს:

1. ამ ხელისუფლების რყვნისა და ხრწნის პროცესი უკვე შეუქცევადია.

2. მთელი ვერტიკალი, მათ შორის პოლიცია დაბეჩავებულია და არის ერთი კაცის პირად მორჩილებაში.

3. ძალიან ბევრი პოლიციელი ვერ ბედავს იმას, რაც გაბედა ამ პოლიციელმა და უსიტყვოდ ემორჩილება ყველა უკანონო ბრძანებას.

4 პოლიციელები არიან ოლიგარქისა და მისი მარიონეტების ტყვეობაში და ჩვენი ვალია დავიხსნათ ისინი ამ ტყვეობიდან.” წერს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, გორის პოლიციის თანამშრომელი თამაზ ჯოხაძე აცხადებს, რომ ხელმძღვანელებმა სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წასვლა მოსთხოვეს და წასვლის შესახებ განცხადება დაწერას  აიძულებდნენ.

ჯოხაძემ უფროსობის კაბინეტში ფეისბუქ ლაივი ჩართო და სისტემა სწორედ აქედან ამხილა. მისი თქმით, მის დევნას პოლიტიკური სარჩული აქვს, რაც უკავშირდება ექსპრემიერ გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროინდელ მინისტრის მოადგილეს, კახა საბანაძეს, რომლის ბავშვობის მეგობარი გიორგი მეზვრიშვილი მისი სიძეა.

კერძოდ, ჯოხაძემ 11 აგვისტოს ფეისბუკ-ლაივში თქვა: „ვეკითხები ორივე მათგანს [ზემდგომს] და ვერც ერთი ვერ მპასუხობს, თუ რატომ უნდა წავიდე სამსახურიდან“.„ჩემი აზრით, ლოგიკური ვარაუდით, ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ჩემი სიძე, გიორგი მეზვრიშვილი, რომელიც იყო შიდა ქართლში დაცვის პოლიციის უფროსი, და გამოუშვეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იყო კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარი. ვერ მოესწრებიან, რომ მე ამის გამო წავიდე სამსახურიდან და რაც უნდათ, ის ქნან“ –  აცხადებს ის.

შსს-ში ბრალდებას უარყოფენ.

წინა სტატიადღეს დილით კამჩატკაზე კიდევ ერთი ავიაკატასტროფა მოხდა
შემდეგი სტატიაbooking.moh.gov.ge – ახალი პორტალი კორონავირუსით ინფიცირებულთათვის  
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური