NDI: გამოკითხულთა 47 % პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს

0
289

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 47 % პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს, 10% – კარგად, 33 კი – საშუალოდ.

აღსანიშნავია, რომ ნეგატიური შეფასება წინა კვლევასთან შედარებით 11%-ით გაიზარდა.

ასევე, გამოკითხულთა 55% ფიქრობს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ კანონებს არ იღებს. მხოლოდ 24 % თვლის რომ პარლამენტარები მოქალაქეებს რეგულარულად ეკონტაქტებიან.  54%-ს კი არ სჯერა, თუ პარლამენტარს პრობლემაზე ეტყვის, ის მის გადაჭრას შეეცდება.

წინა სტატიაNDI: მოსახლეობის 59% მთავარ ეკონომიკურ პრობლემად უმუშევრობას , 42% – ინფლაციას მიიჩნევს
შემდეგი სტატიაNDI: 70%-მა არ იცის ან არ გადაუწყევტია, წავა თუ არა არჩევნებზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური