Forbes-ის მილიარდერების სიაში ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო

0
479

Forbes-ის მილიარდერების სიაში 46 წლის ქართველმა ბიზნესმენმა, მიხეილ ლომთაძემ ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო.

ამჟამინდელი მონაცემებით, ლომთაძის ქონება 5.1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 596-ე ადგილს იკავებს, ივანიშვილი კი 4.8 მილიარდი დოლარით 631-ე ადგილზეა.

ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური კომპანიის, Kaspi-ს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის ერთ-ერთი მფლობელია.

ის ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში [ESM] მიიღო, შემდეგ კი სწავლა აშშ-ში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში განაგრძო და 2002 წელს სწავლა MBA აკადემიური ხარისხით დაასრულა.

Kaspi ყაზახეთის უდიდესი საფინანსო სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა, რომელსაც 18.5-მილიონიანი მოსახლეობიდან 7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

პანდემიის პირობებში ონლაინ გადახდებზე და ციფრული ანგარიშსწორების სერვისებზე გაზრდილმა მოთხოვნამ პოზიტიური გავლენა იქონია კომპანიის შემოსავლებსა და აქციების ფასზე.

2020 წელს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლომთაძემ ყაზახეთის პრეზიდენტისგან “ხალხის მადლიერების” საპატიო მედალი მიიღო.

Forbes-ის ყაზახურმა გამოცემამ ის წლის ბიზნესმენად აღიარა.

წინა სტატიაადამიანი, რომელიც უარს ამბობს ვაქცინაციაზე, არ ფიქრობს, რომ შეიძლება ამით სხვა მოკლას – რუსი მიტროპოლიტი
შემდეგი სტატია,,ხალხის უმრავლესობა ეკლესიის ქადაგების გამო არ იცრება” – ბასილ კობახიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური