მთავარისიახლეებიმედიცინაგუდაუთაში სასუნთქი აპარატის ავარიულად გათიშვის გამო COVID-19-ით დაავადებული პაციენტი გარდაიცვალა

გუდაუთაში სასუნთქი აპარატის ავარიულად გათიშვის გამო COVID-19-ით დაავადებული პაციენტი გარდაიცვალა

Published on

გუდაუთის ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში ელექტროენერგიის და შესაბამისად, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების გათიშვის გამო, COVID-19-ით დაავადებული პაციენტი გარდაიცვალა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ედუარდ ბუთბამ ადგილობრივ ტელევიზიას უთხრა, რომ ექიმებმა აპარატზე მყოფი პაციენტების დასახმარებლად რეანიმაციული ზომების მიღება დაუყოვნებლივ დაიწყეს, თუმცა, ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა, სამი კი მძიმე მდგომარეობაშია.

მისი თქმით,  რეანიმაციული განყოფილების ორ პალატაში ელექტროენერგია ძაბვის მკვეთრი მატების გამო გაითიშა და ამის მიზეზებს სამართალდამცავები იკვლევენ.

11 აგვისტოს, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა 429 ტესტირებიდან კორონავირუსით ინფიცირების 104 შემთხვევა და კიდევ 2 პაციენტის გარდაცვალება დაადასტურა.

საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში 2020 წლის გაზაფხულიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 23 303 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 336. დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი. რუს ტურისტებსა და დამსვენებლებს კი წლეულსაც ფულის ხათრით ეპატიჟებიან, მაგრამ  კოვიდი უფრო მოაქვთ, ვიდრე  სხვა რამ სიკეთე

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...