წყლის არხის გადამისამართება გურჯაანში ტრაგედიით დასრულდა – მამა-შვილი გარდაიცვალა

0
443

უბედური შემთხვევა გურჯაანში, რომელსაც მამა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა – წყლის არხის გადამისამართების მიზნით ჭაში ჩასული 62 წლის კაცი შეუძლოდ გახდა და უკან ვერ ამოდიოდა, მის დასახმარებლად კი შვილიც ჩავიდა, რომელმაც ასევე ვერ შეძლო უკან ამოსვლა, – ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. – მამა-შვილმა გონება დაკარგა და მათ დასახმარებლად სამაშველო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. სავარაუდოდ, გონების დაკარგვის მიზეზი ჟანგბადის უკმარისობა გახდა.

სამაშველო ბრიგადამ გონდაკარგული მამა-შვილი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, ექიმებმა ვერცერთის გადარჩენა ვერ შეძლეს.

წინა სტატიაჯო ბაიდენი: ჯარების გაყვანას არ ვნანობ, ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ და თავად იბრძოლონ თავიანთი ქვეყნისთვის
შემდეგი სტატიაჰაკერებმა ბირჟიდან 610 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური