სუს-იდან სახალხო პარტიაში – სოსო გოგაშვილი პოლიტიკაში მიდის

0
457

სუს-ის ყოფილი, ოდიოზური მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი “სახალხო პარტიაში” წევრიანდება და პოლიტიკაში მიდის: “გადავწყვიტე, დავბრუნდე “სახალხო პარტიაში”, – წერს ის.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ “ახლა მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით ყოფნა დანაშაულის ტოლფასია”.

“გადავწყვიტე დავბრუნდე სახალხო პარტიაში, სადაც პირველი პოლიტიკური გამოცდილება მივიღე. პარტიაში, სადაც კვლავ ცოცხალია ეროვნული მუხტი და იდეალები. პარტიაში, რომლის თავმჯდომარეც და ძველი წევრებიც სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველოს კონსტიტუცია ამაყად დაწყებულიყო სიტყვებით: ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი! მათ ეს შეძლეს და მჯერა, რომ დღესაც, ჩვენ ერთად შევძლებთ ხელისუფლების წყაროდ კვლავ ვაქციოთ ხალხი. თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლა რთული გზაა, მაგრამ ახლა -ცვლილებების დროა-. ამგვარი ლოზუნგის გაჟღერების ფუფუნება ყველა დემოკრატიულ ქვეყანას აქვს.

მე კი გეტყვით, რომ საქართველოში ახლა ხალხის დროა! იმ ხალხის დროა ვინც საქართველოს პატრიოტია! ლაღი და ბედნიერი ახალგაზრდობის დროა! იმ ხალხის დროა ვინც იბრძოლა ქართული მიწის დასაცავად!

იმ ხალხის დროა ვინც იბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და დღეს იმსახურებს ღირსეულ სიბერეს! ღირსეულების დროა! ხალხის თავისუფალი არჩევანის დროა- “სახალხო პარტია”- წერს სოსო გოგაშვილი.

წინა სტატია48 გარდაცვლილი, 5 352 ახალინფიცირებული – განახლებული კოვიდსტატისტიკა
შემდეგი სტატია11 აგვისტოს კოვიდსტატისტიკა – რეგიონალური განაწილება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური