სუს-ი აცხადებს, რომ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების პრევენციის მიზნით გამოძიებას იწყებს

0
355

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთავარი არხის მიერ ე.წ სუს-ის დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ გამოძიება დაიწყო. უწყებამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 320-ე მუხლის მეორე ნაწილით,  რაც სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებას გულისხმობს.

როგორც უწყება წერს, ბოლო პერიოდში გახშირდა სუს-ის “თანამშრომლებისა და თანამდებობების პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტები”, რაც, მათივე განმარტებით, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევას წარმოადგენს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება. ამჟამად საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა გამოვლენის, სამართლებრივი რეაგირებისა და შემდგომში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გახმაურების  პრევენციის მიზნით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებას გულისხმობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია”. – წერია სუს-ის  განცხადებაში.

შეგახსენებთ, მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ცნობით, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ოპერატიული დოკუმენტები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგის ანგარიშები. მისივე თქმით , სუს-ი ამ ანგარიშებს ბიძინა ივანიშვილს უმზადებდა.

 

წინა სტატიაამერიკელი სამხედროებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება
შემდეგი სტატიალიონელ მესის პარიზში გულმხურვალე დახვედრა მოუწყვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური