,,სამართლებრივ დავას გავაგრძელებ” – ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე პირველი არხიდან დაითხოვეს

0
238

პირველი არხის ჟურნალისტის, ირაკლი აბსანძის განცხადებით, ტელეკომპანიიდან შეატყობინეს, რომ მასთან შრომით ურთიერთობას წყვეტენ. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-ზე დაწერა.

“ამ არმაგედონში რა დროს ესაა, მაგრამ, წეღან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შემატყობინა, რომ ჩემთან შრომით ურთიერთობას წყვეტს”, — წერს ის.

,,ვაპირებ სამართლებრივი დავა გავაგრძელო. აქამდე ორჯერ გვქონდა ასეთი შეტყობინება, გვიმრაძემ, რომელიც არის ჩემი უფროსი ორჯერ წარადგინა ბარათი, პირველი ეხებოდა იმას, რაც მე პირდაპირ ეთერში დავით გარეჯასთან დაკავშირებით საზმაუს გამოძიებაზე განვაცხადე. ხოლო მეორე მოხსენებითი ბარათი ეხებოდა, 5-6 ივლისის შემდეგ ჩემს ქმედებებს გარეთ, ამ მეორე ბარათის შემდეგ, შემიწყვიტეს”, — განაცხადა მან.

აბსანძე ბოლო პერიოდში კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა, ის 5 ივლისის შემდეგ გამართულ აქციებსაც ესწრებოდა, ხოლო 12 ივლისს ქართულ ოცნებასთან გამართულ ერთ-ერთ აქციაზე დააკავეს

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილის განცხადებით, Facebook გვერდი გაუტეხეს და “გაურკვეველი ტექსტი” გაუვრცელეს
შემდეგი სტატია“საქართველო ჩემი  თავის ტკივილია, აქ ახალგაზრდები უფრო ინგლისურად საუბრობენ, ვიდრე რუსულად. ” -ალექსანდრე ლუკაშენკო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური