მთავარისიახლეებისპორტილიონელ მესის პარიზში გულმხურვალე დახვედრა მოუწყვეს

ლიონელ მესის პარიზში გულმხურვალე დახვედრა მოუწყვეს

Published on

ფეხბურთის ვარსკვლავი ლიონელ მესი 10 აგვისტოს პარიზში ჩავიდა. „ბარსელონის“ დატოვების შემდეგ ის „პარი სენ ჟერმენში“ იწყებს თამაშს.

„ოქროს ბურთის“ ექვსგზის მფლობელი, 34 წლის არგენტინელი, დიდი შენაძენია პარიზის კლუბისთვის. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გარდა გუნდში გამოდიან სახელმოხვეჭილი მოთამაშეები – ბრაზილიელი ნეიმარი და ფრანგი კილიან მბაპე.

გულშემატკივრებმა მას მხურვალე დახვედრა მოუწყვეს ლე ბურჟეს აეროპორტში, სადაც ის ბარსელონიდან ჩავიდა.

„პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტის დეტალებზე მესის არ ულაპარაკია. პარიზის გუნდთან გარიგება მიღწეულ იქნა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღით ადრე „ბარსელონამ“ გამოაცხადა, რომ ესპანეთის რეგულაციების გამო აღარ შესწევს უნარი, შეინარჩუნოს მესი.

მაგრამ მესის მამამ ბარსელონის აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა ფრანგული გაზეთი L’Equipe-ისა და ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაცია, რომ ლიონელ მესიმ გარიგებას მიაღწია „პარი სენ ჟერმენთან“, რომელსაც Qatar Sports Investment-ი ფლობს.

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...