მთავარიUncategorizedგოსტიბეში დაკარგული ქალი გაუჩინარებიდან მე-5 დღეს იპოვეს

გოსტიბეში დაკარგული ქალი გაუჩინარებიდან მე-5 დღეს იპოვეს

Published on

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეში დაკარგული 66 წლის ქალი მაშველებმა გაუჩინარებიდან მე-5 დღეს იპოვეს.

საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქალი სახლიდან 7 აგვისტოს, სავარაუდოდ, ტყის მიმართულებით იყო გასული, რის შემდეგაც ოჯახის წევრებისთვის კვალი იკარგებოდა.

” სოფელ გოსტიბეს ტყეში აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. მეხანძრე-მაშველებმა ტერიტორიაზე არსებული ხევებისა და ტყის მასივების დათვალიერების შედეგად გაუჩინარებული ქალბატონის ადგილსამყოფელის იპოვეს და ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”. – წერია სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თგანცხადებაში.

უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობას იღებდა შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი ყველა აუცილებელი აღჭურვილობით. საძიებო პროცესში ჩართული იყო დრონიც.

სიახლეები

გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახლა რეგიონს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს....

მერცის თქმით, ის და ტრამპი ერთ პოზიციაზე არიან ირანის რეჟიმის ჩამოშორების საკითხში

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ის და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ერთსა და...

სამეგრელოში,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის...

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...