„ევროპული საქართველო“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და მოძრაობა „დროა“ 15 აგვისტოს, თბილისში მაჟორიტარულ კანდიდატებს დაასახელებს

0
250

„ევროპული საქართველოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და პოლიტიკური მოძრაობა „ დროას“ ლიდერების, გიგა ბოკერიას, ზურაბ ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას განცხადებით, კოალიციური შეთავაზების ფარგლებში თბილისში, მაჟორიტარულ ნაწილში შეთანხმებულ კანდიდატებს დაასახელებენ, რომელთაც მხარს ასევე დაუჭერს „ნაციონალური მოძრობაც“.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიები მაჟორიტარულ კანდიდატებს კვირას, 15 აგვისტოს დაასახელებენ.

„ ეს არის არჩევნები, რომლის შედეგადაც უნდა გამოვიყენოთ ისტორიული შანსი, რომ ეს ქვეყანა დაბრუნდეს, როგორც ნაწილი თავისუფალი სამყაროსი. ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი გარე მტრისგან დაცული იყოს. ქვეყნის შიგნით კი დაცული იყოს ყველა ჩვენი მოქალაქის პიროვნული თავისუფლება. ამ ტიპის პოლიტიკური ბრძოლაა ბოროტებასა და თავისუფლებას შორის.

მნიშვნელოვანია, ყველას ესმოდეს, რომ ოპოზიციის უდიდეს, კრიტიკულ ნაწილს კარგად ესმის, რომ ამ საზიანო და სახიფათო ხელისუფლების გამოცვლის შემდეგაც არცერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა მოხდეს სრული ძალაუფლების კონცენტრაცია.

ეს არის საკვანძო ნაწილი. ამასთან ერთად ჩვენ ვაპირებთ, რომ შევჯერდეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ყველა ადამიანის თავისუფლება და შანსი, რომ საკუთარი შრომით თვითონ მოიპოვოს ბედნიერება, ეკონომიკური თავისუფლება, მთავრობის შეზღუდვა ზომით, უფლებებით და შესაძლებლობით, რომ ჩვენს ცხოვრებას ხელი შეუშალოს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ.

კვირას მაჟორიტარულ კანდიდატებს გაგაცნობთ. იმედი მაქვს, როგორც აქ მოხდა კრიტიკულ ნაწილს შორის ოპოზიციის შეჯერება ამ საკითხებზე, ასევე მოხდება შეჯერება სხვადასხვა კონფიგურაციით რეგიონებში. ეს მოხდება რამდენიმე დღეში და არა კვირების შემდეგ. ჩვენ უკვე დავაგვიანეთ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან, ან არასდროს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

წინა სტატიაგოსტიბეში დაკარგული ქალი გაუჩინარებიდან მე-5 დღეს იპოვეს
შემდეგი სტატია,, ამ არხზე ვეღარ ვხედავ საკუთარ თავს , ცვლილებების დროა! ”- ტელეწამყვანმა გურამ როგავამ რუსთავი 2 დატოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური