მთავარისიახლეებიკონფლიქტები"ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს..." - 13 წელი შინდისის ტრაგედიიდან

“ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს…” – 13 წელი შინდისის ტრაგედიიდან

Published on

სოფელ შინდისთან მომხდარი შეტაკების შემდეგ ზუსტად 13 წელი გავიდა. შინდისის ბრძოლაში დაღუპულ ერთერთ მეომარს, სერჟანტ ალექსანდრე ონიანს, სიკვდილის შემდეგ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

13 წლის განვითარებულ მოვლენებს შინდისში მცხოვრებლები ასე იხსენებენ:

„ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს, ჩვიდმეტიდან ერთადერთი საღ-სალამათი ჯარისკაცი, რომელსაც შეუძლია გაქცევა, მუხლებზე დასვენებული დაჭრილი თანამებრძოლის თავს გულში იხუტებს, ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს..
„მიპასუხე, მამაო, ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი” -ისმის ტკივილით ნათქვამი სიტყვები. მერე მობილურს მოისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს, ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, „ლიმონკა” მაქვს და თავს ავიფეთქებთ. ეს თვითმკვლელობა არ იქნება.

მე ვილოცებ, თქვენ თუნდაც გულში გაიმეორეთო და… ბრძოლის ველზე ანგელოზის გალობასავით გაისმის „მამაო ჩვენო”. ლოცვის დასრულების შემდეგ მცირე პაუზა იყო და უცებ ყველაფერი წამებში მოხდა, აფეთქებამ ანგელოზის ხმაც წაშალა და ისიც, ვისი ყელიდანაც ის ხმა ამოდიოდა.

აღარც ის დაჭრილი ჩანდა, მეგობრის მუხლებზე რომ ედო თავი. ჯარისკაცმა ალეკო ონიანმა თავი აიფეთქა და მასთან ერთად დაიღუპა გულში ჩახუტებული ნათლულიც – რომან ზოიძე. გამუდმებით ეხვეწებოდა ნათლული ნათლიას, ეს არ ქნა, წადი, მე მაინც არაფერი მეშველება და ჩემი სულისთვის ილოცეო. „არა” – უპასუხა ალეკომ…

ალეკო მობილური ტელეფონით მოძღვართან დარეკვას ცდილობდა, სურდა, საკუთარი თავისა და თანამებრძოლების შენდობა ეთხოვა…
ასე გალობითა და ლოცვით გადავიდნენ იმიერ საქართველოში ეს ბიჭები, ჩვენ კი ვაჟკაცობის საოცარი მაგალითი დაგვიტოვეს”..
შინდისელები იხსენებენ, რომ მოწინააღმდეგის ვაჟკაცობით გაოგნებულმა მტერმა, დახოცილების ნივთებს ხელი არ ახლო..
ახლა ეს ნივთები მემორიალის საკუთრებაა..

ერთ-ერთი გმირის, მიშიკო დვალიშვილის ცხედარი შინ რომ მიასვენეს, მას ყველაფერი თან ჰქონდა – იარაღიც, ჯავშანჟილეტიც და მობილური ტელეფონიც…
და ჯიბეში, ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი ლექსი, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე რომ დაწერა –
„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები..

ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს.
ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ”..

ის ლექსებს წერდა და სიგიჟემდე უყვარდა საქართველო…”

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...