მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, Facebook გვერდი გაუტეხეს და “გაურკვეველი ტექსტი” გაუვრცელეს

0
238

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, Facebook გვერდი გაუტეხეს და “გაურკვეველი ტექსტი” გაუვრცელეს. ის ამაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს.

“სუსმა, როგორც ჩანს, მოახერხა მაინც ჩემი ფეიჯის გატეხვა, უკვე მეორეჯერ, რაღაც სრულიად გაურკვეველი ტექსტით. ახლა მივწერე Facebook-ს რომ დამატებით დაცვები დაამატოს. მაინც არაფერი არ გამოგივათ მეგობრებო, არც ერთ ამ თემაზე, რომელზეც ახლა ნერვიულობთ. რისი თქმა უნდოდათ, ამ ტექსტით, ეგეც ვერ გავიგე ბოლომდე”, — წერს ის Facebook-ზე.

რაც შეეხება პოსტს, რომლის გავრცელებაშიც სააკაშვილი სუს-ს სდებს ბრალს, მის გვერდზე არ იძებნება, თუმცა სოციალური ქსელის რამდენიმე მომხმარებელმა და მედია საშუალებამ ეს სქრინი გაავრცელა. ფოტოების მიხედვით, სააკაშვილის გვერდზე დაპოსტილი იყო ტექსტი, რომელიც ქართულ ოცნებასა და მის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა. პოსტში ეწერა, რომ კორონავირუსით გამოწვეული ტრაგედია, რომელიც დღეს ხდება, როგორმე უნდა მოხერხდეს და მმართველ პარტიასა და ივანიშვილს “დამსახურებულად შეეტენოთ”. სქრინების მიხედვით, პოსტშივე ეწერა, რომ სჭირდებათ მძლავრი კამპანია “ივანიშვილი გკლავს” სტილში.

წინა სტატიაღარიბაშვილი, შესაძლოა, კუჭავამ ჩაანაცვლოს – “მთავარი არხი”
შემდეგი სტატია,,სამართლებრივ დავას გავაგრძელებ” – ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე პირველი არხიდან დაითხოვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური