მთავარისიახლეებიმედიცინაენტონი ფაუჩი: მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს

ენტონი ფაუჩი: მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს

Published on

აშშ-ის პირველი ინფექციონისტის, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, მასწავლებლებისა და საგანმანათლებლო ცენტრებში დასაქმებული პირებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულო უნდა გახდეს.

ფაუჩის აზრით, მოსწავლეებისა და სტუდენტების ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელია მასწავლებლების აცრა, განსაკუთრებით კი დელტა ვარიანტის გავრცელების პირობებში.

“დიახ, ვიცი, რომ ამით ზოგიერთ ადამიანს გავანაწყენებ, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს. მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, თუ რატომ არის ვაქცინაცია ასეთი მნიშვნელოვანი”. – თქვა ფაუჩიმ.

მისი აზრით, უნივერსიტეტებში, ინსტიტუტებში, კოლეჯებსა და სკოლებში დასაქმებულ პირებს ვაქცინაცია არა ფედერალურ, არამედ ადგილობრივ დონეზე უნდა მოეთხოვოთ.

“ვიცი, რომ ადამიანებს ინდივიდუალური თავისუფლება უნდა ჰქონდეთ და მათ არ უნდა ვეუბნებოდეთ როგორ მოიქცნენ. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ახლა იმდენად სერიოზულ სიტუაციაში ვართ, რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს”. – ამბობს ფაუჩი.

 

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...