მთავარისიახლეებიმედიცინააცრა გვიცავს, აუცილებლად აიცერით! - "ასტრაზენეკით" ორჯერ აცრილი, კოვიდდადასტურებული პაციენტი

აცრა გვიცავს, აუცილებლად აიცერით! – “ასტრაზენეკით” ორჯერ აცრილი, კოვიდდადასტურებული პაციენტი

Published on

ნაირა ცხვედიანი, რომელიც წერს, რომ მორჯერ არის აცრილი “ასტრაზენეკით” და, ამის მიუხედავად, კოვიდინფიცირება დაუდასტურდა, “ფეისბუქზე” წერს იმ განსხვავებაზე, რაც აცრილ და აუცრელ იმ პაციენტებს შორის შეიძლება არსებობდეს, ვისაც კოვიდი დაუდასტურდა.

“ერთ კვირაზე მეტია, გამუდმებით რეკავს ჩემი ტელეფონი. გათიშე, მირჩევს შვილი. გამორიცხულია, ვეუბნები მე. როგორც არასდროს, ახლა ვგრძნობ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომ აცრის იდეა გადავარჩინო, რადგან იმ 0, 19%-ში აღმოვჩნდი, რომელსაც, ორი აცრის მიუხედავად, კოვიდი დაუდასტურდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ გეტყვით, რა უპირატესობა აქვს აცრილის დავირუსებას:

მოხსნილი გაქვს შიშის ფაქტორი, იქით ამშვიდებ ყველას, ვისაც აქეთ სურს შენი დამშვიდება, ალაგებ სახლს, რეცხავ სარეცხს, აკეთებ საჭმელს, არ გაწუხებს იმის დარდი, ექიმს გაახსენდები და დაგირეკავს თუ არა, არ აწუხებ სახელმწიფოს (არც ნათესავებს), მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სახლში ნამცხვარსაც კი აცხობ… ცოტა სიცხეს და ყელის ფხაჭნას კი უნდა გაუძლო სამი-ოთხი დღე და ისიც უნდა მოითმინო, რომ 12 დღე გარეთ ვერ გახვალ… მოკლედ, სულ ესაა. აცრა გვიცავს, აუცილებლად აიცერით!”, – წერს ნაირა ცხვედიანი “ფეისბუქზე”.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...