მთავარისხვადასხვაამერიკელები ვაქცინაში ღორის სპერმას დებენ, რომ ქრისტიანები გავხდეთ - ქუვეითელი ანტივაქსერები

ამერიკელები ვაქცინაში ღორის სპერმას დებენ, რომ ქრისტიანები გავხდეთ – ქუვეითელი ანტივაქსერები

Published on

ჟურნალისტი ბექა ყორშია ანტივაქსერულ კამპანიას ეხმიანება და “ფეისბუქზე: იხსენებს მის ქუვეითელ მეგობართან საუბარს, რომელიც თავად კი აიცრა ორჯერ, მაგრამ ქუვეითში ანტივაქსერთა სიმძლავრის გამო წუხს.

ბექა ყორშიას თქმით, ამ საუბრის დროს ქუვეითელმა მეგობარმა თავის ბიძაშვილ ანტივაქსერს დაუძახა, რომლის ანტივაქსერულმა არგუმენტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

“ანტივაქსერები ყველა საზოგადოებაში თავისებური ყ**იზმებით ამართლებენ ანტივაქსერობას. ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი ვიდეო ქოლით ქუვეითში. თვითონ დიდი ხნის წინ აიცრა, მაგრამ სწუხს, რომ ქუვეითის მოსახლეობის მცირე ნაწილი ვაქცინაციას მაინც კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ჩემს ბიძაშვილს, სარის, ისეთი არგუმენტი აქვს ვაქცინის საწინააღმდეგო, გაგიჟდებიო. ჩვენთანაც მოისმენ მსგავს იდიოტობებს, მაგალითად, ერთმა მღვდელმა თქვა, ვაქცინაციის შემდეგ ადამიანი ბლუთუზს იჭერს-მეთქი. არა, ჩემი ბიძაშვილის არგუმენტი ჯობიაო და დაუძახა, სარი, მოდი, ჩემს ქართველ მეგობარს უთხარი, რატომ არ იკეთებ აცრასო. მოვარდა ეს ტიპი და კამერაში გაცხოველებულმა ჩაჰყვირა:
– ამერიკელები ვაქცინაში ღორის სპერმატოზოიდებს ურევენ, რომ ქრისტიანები გავხდეთ…
დამადუმა”, – წერს ბექა ყორშია.

სიახლეები

თეირანის დიქტატორები სრულ ფასს გადაიხდიან“-ნეთანიაჰუ

თეირანის დიქტატორები სრულ ფასს გადაიხდიან“, - ასე ეხმაურება ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის მიერ...

პუტინის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა. ინფორმაცია რუსულ მედიაში...

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილოვრივი გამოცემა Ajara Times-ის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის...

ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარედ ჭურვი ჩამოვარდა – საელჩო

ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარედ ჭურვი ჩამოვარდა - ინფორმაციას საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. საელჩოს...