მთავარისიახლეებისამხედრო თემაცოცხლად არ ჩაგბარდებითო! - ერთი დაიძახა, ჩაეხუტა თავის ნათლულს და...

ცოცხლად არ ჩაგბარდებითო! – ერთი დაიძახა, ჩაეხუტა თავის ნათლულს და აიფეთქა თავი

Published on

13 წელი გავიდა შინდისის ბრძოლიდან. დღეს საქართველო პატივს მიაგებს სამშობლოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებული გმირების ხსოვნას.

2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურთან ახლოს იყო ჩასაფრებული. შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი, რომელმაც ბოლომდე თავგანწირვით იბრძოლა და მტერს ცოცხალი არ ჩაბარდა.

დღეს ონიანი შინდისის გმირების მემორიალთან ყოფილმა მებრძოლებმაც გაიხსენეს. რომ რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს და თავი არცერთ ჯარსისკაცს არ დაუზოგავს.

“რუსები მოგვადგნენ ტაძარი რომ არის, ორი ბეტეერი, ერთი ტანკი იყო, გადაგვატარეს ავტომატების ჯერი. ონიანის ტყვედ აყვანა უნდოდათ, დაჭრილი არისო,ცოცხლად არ ჩაგბარდებითო ერთი დაიძახა და ხელყუმბარა გახსნა, ჩვენ კი დავუძახეთ რას შვები ბიჭოო, მაგრამ ჩაეხუტა თავის ნათლულს, აიფეთქა თავი. – ყვება ერთ-ერთი ყოფილი ჯარისკაცი

დღეს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ონიანს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა

,,შინდისის გმირების თავგანწირვა არის საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი, რომელიც დაღვრილ სისხლთან ერთად მომავლის იმედს ასაზრდოებს. ქვეყანას, რომლის ჯარისკაცებისთვისაც სამშობლოს თავისუფლება და მიწა-წყალი საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასია, გლოვის და უიმედობის საბაბი არ აქვს.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

სიახლეები

ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო...

Bloomberg – პარიზის შეხვედრაზე უკრაინაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებაზე იმსჯელებენ

ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს...

ზუგდიდში სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

ზუგდიდში კაცმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა |...

მოკლული გიგა ავალიანის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას აანონსებს

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - მოკლული გიგა ავალიანის ოჯახს ოპასუხი არ მიუღია. მოკლული მასწავლებლის დედა...