მთავარისიახლეებიმედიცინა11 აგვისტოს კოვიდსტატისტიკა - რეგიონალური განაწილება

11 აგვისტოს კოვიდსტატისტიკა – რეგიონალური განაწილება

Published on

11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 635, ხოლო გარდაიცვალა — 48 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 430 კვლევა ტესტით, მათ შორის, 30 564 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 866 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,61%, ბოლო 7 დღის მანძილზე — 10,27%, ხოლო 14 დღის მანძილზე — 9,33%.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 352 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 2 363;
  • აჭარა — 905;
  • იმერეთი — 564;
  • ქვემო ქართლი — 262;
  • შიდა ქართლი — 285;
  • გურია — 124;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 281;
  • კახეთი — 340;
  • მცხეთა-მთიანეთი — 134;
  • სამცხე-ჯავახეთი — 70;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 24.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 45 832, საიდანაც 6 578 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 322, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 302.

3 238 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 36 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 53 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 39 087.

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...