მთავარიUncategorizedსაბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ხალხს ბოდიშს უხდის

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ხალხს ბოდიშს უხდის

Published on

საბერძნეთში კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვიან. შექმნილი მდგომარეობის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი.

”ჩვენ, შეიძლება, გავაკეთეთ ის, რაც ადამიანისთვის იყო შესაძლებელი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არ იყო საკმარისი”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

საბერძნეთში, ივლისის ბოლოდან დღემდე, 580 -ზე მეტი ხანძრის კერა გაჩნდა, რასაც მაღალმა ტემპერატურამ და ქარმა შეუწყო ხელი. ყველაზე დიდი ხანძარი კუნძულ ევიაზე მძვინვარებს, სადაც მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა.

ხანძრების შედეგად საბერძნეთში გარდაცვლილია 3 ადამიანი, მათ შორის – მოხალისე მეხანძრე. არიან დაშავებულებიც. დამწვარია სახლები და ჰექტრობით ტყე.

საბერძნეთის დასახმარებლად სხვადასხვა ქვეყანამ ავიაცია, ცოცხალი ძალა და დამატებითი აღჭურვილობა გაგზავნა.

სიახლეები

სამეგრელოში,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის...

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...