რიგგარეშე არჩევნები ვერ იქნება, არჩევნები იქნება 2024 წელს – კახა კალაძე

0
493

რიგგარეშე არჩევნები ვერ იქნება, არჩევნები იქნება 2024 წელს, როგორც ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რიგგარეშე არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „შეთანხმება ვერ იქნება შეთანხმება, თუ მას მეორე მხარე არ ჰყავს“, შესაბამისად, შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულია.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე: თუ რატომ შეიცვალა „ქართულმა ოცნებამ“ კურსი რიგგარეშე არჩევნებთან მიმართებაში? -კალაძემ უპასუხა, რომ მმართველ გუნდს კურსი არ შეუცვლია და ყველა აღებულ ვალდებულებას აუცილებლად შეასრულებს.

,,ჩვენ კურსი არ შეგვიცვლია, ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ჩვენ რა ვალდებულებაც გვაქვს აღებული აუცილებლად შევასრულებთ და გავაკეთებთ. ამაზე არაერთი განცხადება იყო გაკეთებული და მომავალშიც [გაკეთდება]. იმაზე, რაზეც ვიღებთ პასუხისმგებლობას აუცილებლად შევასრულებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

წინა სტატიაგააუქმეთ ყველა მასობრივი შეკრება, გახსენით აცრის მობილური პუნქტები – დროა ხელისუფლებას
შემდეგი სტატიადასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში შედის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური