ლონდონში ტაუერის ხიდი ისევ გაჭედილია, ხიდთან მისასვლელი გზები გადაკეტილი.- ინფორმაციის ლონდონის პოლიცია ავრცელებს. ხიდთან მისასვლელი გზები გადაკეტილია.
BBC-ის ცნობით, 9 აგვისტოს ხიდი ხომალდის გასვლისთვის გაიხსნა, რის შემდეგაც ის თავდაპირველ მდგომარეობაში ვეღარ დააბრუნეს.
ლონდონის სითის კორპორაცია, რომელიც ტაუერის ხიდს მართავს, ამბობს, რომ ტექნიკური გაუმართაობის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ხიდზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც შეიძლება რამდენიმე საათი გაგრძელდეს.
ბოლო ერთი წლის მანძილზე ეს ხიდის გაუმართაობის მეორე შემთხვევა. ტაუერის ხიდი აწეულ მდგომარეობაში გაიჭედა 2020 წლის აგვისტოშიც , მაშინ ის ერთი დღით დახურეს.
ტაუერის ხიდი ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. ის 1894 წელს აშენდა. გემების გასატარებლად ხიდი წელიწადში დაახლოებით 800-ჯერ იხსნება.