მთავარისიახლეებიმსოფლიოავიაკომპანია "სილქ ვეი ეარლაინსი" ჩიკაგო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სატვირთო რეისების შესრულებას იწყებს

ავიაკომპანია “სილქ ვეი ეარლაინსი” ჩიკაგო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სატვირთო რეისების შესრულებას იწყებს

Published on

ავიაკომპანია “სილქ ვეი ეარლაინსი” ჩიკაგო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სატვირთო რეისების შესრულებას იწყებს.

ავია-გადამზიდველის თბილისში დაჯდომას კომერციული მიზნები ექნება. აზერბაიჯანული კომპანია ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოღებული ტვირთების ნაწილს ჯერ თბილისში გადმოზიდავს, შემდეგ კი – ბაქოში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შტატებიდან საქართველოში სატვირთო ფრენების შესრულების მნიშვნელობაზე საუბრობს.

“იწყება სატვირთო ფრენები მიმართულებით ჩიკაგო-თბილისი-ბაქო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არის. ჯერ ეს ერთი მართლაც რომ პირველი პრეცენდენტი არის, როდესაც თუნდაც სატვირთო ფრენები ამერიკის შეერთებული შტატებიდან თბილისის გავლით იქნება რეგიონალური ფრენები. ასევე მნიშვნელოვანი არის ზოგადად ჩვენი ეკონომიკისთვის იმიტომ, რომ სატვირთო გადაზიდვები, მათ შორის საავიაციო გადაზიდვები იმატებს,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

სიახლეები

ორსანტიაში ზუგდიდის მერის წარმომადგენელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის...

ორსანტიის გამგებელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში – ე.ბ. დააკავეს -...

ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ქვეყნიდან გავაძევებდი – კალაძე ევროკავშირის ელჩზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "მასზე რომ იყოს დამოკიდებული", საქართველოდან ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის...

თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობს, 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობს, 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც "ტაბულას" შინაგან საქმეთა...