მთავარისიახლეებისპორტიხვიჩა კვარაცხელია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდაა

ხვიჩა კვარაცხელია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდაა

Published on

„ტრანსფერმარკტზე“ დაყრდნობით ბელარუსის გამოჩემა “ტრიბუნამ” შეადგინა რეიტინგი და აღმოჩნდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელიაა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდი აქვეყნებს ამ სტატიის თარგმანის ფრაგმენტებს და წერს, რომ “ჟურნალისტმა ქვეყნები დონეების მიხედვით დაახარისხა და საქართველო მოახვედრა უკრაინასთან და პოლონეთთან, ანუ როგორც თავად მონათლა – „ქვეყნები, ვისთანაც აშკარად ვაგებთ“.

„ღირებულებით ტოპ-10 ახალგაზრდა ფეხბურთელიდან საქართველოს ჩემპიონატიდან მხოლოდ ორია – მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ახლახან დატოვა თბილისის „ლოკომოტივი“ (სადაც ის ერთი წლის წინ მოსკოვის „დინამო“ ევროპალიგიდან გამოადგო) და „ვალენსიაში“ ჩაირიცხა. არის კიდევ ერთი ახალი ტრანსფერი – 18 წლის მცველი გიორგი აბუაშვილი „დინამო თბილისიდან“ „პორტუში“ გადავიდა, სადაც მოხვედრას მეორე გუნდის მეშვეობით შეეცდება.

რასაკვირველია, გიორგი ჩაკვეტაძეს პრობლემები აქვს, მაგრამ დღევანდელი ახალგაზრდა ბელარუსელებისთვის მიუწვდომელ დონეზეა – ორი წლის წინ „ბარსელონასთვის“ საინტერესო იყო და ახლა ბელგიურ „გენტში“ ვერ თამაშობს. მაგრამ ამის მიუხედავად, კვლავ 2.7 მილიონადაა შეფასებული.

ამ მაჩვენებლით ლიდერი, 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიაა, „რუბინის“ სტაბილური მოთამაშე, რომელმაც ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ერთა ლიგის პლეი-ოფში ბელორუსის წინააღმდეგ ითამაშა – მისი ტრანსფერი 18 მილიონი ღირს. აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო შედეგია“. – წერს „ტრიბუნა“.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...