ტრანსგენდერის შეურაცხყოფისთვის, ორ პირს ორ წლამდე ციხე ემუქრება – შემთხვევა ცირკთან

0
433

ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ორ პირს, რომლებიც შსს-მ ცხელ კვალზე დააკავა ღამის საათებში, როცა მათ თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 1993 წელს დაბადებულ ჯ.ც.

1991 წელს დაბადებულ ა.კ.-ს და 1988 წელს დაბადებულ ა.მ. მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს – იტყობინება შსს.

წინა სტატია44 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში – განახლებული კოვიდსტატისტიკა და ახალი ანტირეკორდი
შემდეგი სტატიაომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო – რუსული სამზადისი 2008 წლის თებერვლიდან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური